„ჩემპიონი მოყვარულის წინააღმდეგ“ - ცარუკიანი მახაჩევი-მადალენას ბრძოლაზე
არმან ცარუკიანი გაოცებული იყო იმით, თუ რა სიმარტივით დაამარცხა ისლამ მახაჩევმა ჯეკ დელა მადალენა და გახდა UFC-ის ახალი ჩემპიონი საშუალო წონაში.
„აღფრთოვანებული ვიყავი, როცა ბრძოლას ვუყურებდი, რადგან ყველაფერი ისე მარტივად გამოიყურებოდა. ეს გამოიყურებოდა როგორც ჩემპიონი მოყვარულის წინააღმდეგ. ისლამმა აჩვენა, რომ სხვა დონეზეა. მეგონა, რომ მადალენას მეტის გაკეთება შეეძლო. ისლამი ახლა ყველაზე ბევრად უკეთესია. ის ნამდვილად ნომერ პირველია წონის მიუხედავად და საერთო რეიტინგის სათავეში ყოფნას იმსახურებს. საშუალო წონაში მისი დამარცხება ძალიან რთული იქნება“,
– თქვა ცარუკიანმა TNT Sports-თან ინტერვიუში.
ცარუკიანმა მახაჩევთან ბრძოლის წინ წონის ვერდაფიქსირებაზეც ისაუბრა, რის შემდეგაც მან საჩემპიონო ბრძოლის შანსი დაკარგა.
„ეს ჩემი ბრალი იყო. ზედმეტად ვივარჯიშე, ტრავმა მივიღე და ბრძოლაზე გასვლა ვერ შევძელი. მაგრამ არასოდეს იცი, რა მოხდება. მე გავხდები ჩემპიონი, და მერე – ვინ იცის? შეიძლება ავიდე საშუალო წონაში. მაგრამ ახლა ჩემი მიზანია დენ ჰუკერი, და შემდეგ ბრძოლა ტიტულისთვის“,
– განმარტა ცარუკიანმა.
ამ შაბათ-კვირას არმან ცარუკიანი ახალ ზელანდიელ დენ ჰუკერთან UFC Fight Night 265-ზე იჩხუბებს, რომელიც კატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართება.