„ისლამი გამარჯვებას იმსახურებს“ - მადალენას პირველი კომენტარი
UFC-ს ავსტრალიელმა მებრძოლმა, ჯეკ დელა მადალენამ ისლამ მახაჩევთან ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა.
„მადლობა მხარდაჭერისთვის. ისლამი ერთ-ერთი უდიდესი მებრძოლია, ის იმსახურებს გამარჯვებას. ვისწავლი და წინ წავალ“, - დაწერა დელა მადალენამ.
შეგახსენებთ, რომ მახაჩევსა და დელა მადალენას შორის ბრძოლა ნიუ-იორკში, გასულ კვირას, UFC 322-ზე გაიმართა. ისლამმა მოწინააღმდეგე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით და ქვესაშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა.
ამ ჩხუბამდე, UFC-ის პრეზიდენტმა დენა უაითმა განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ისლამი P4P (ორგანიზაციის საუკეთესო მებრძოლები) რეიტინგის პირველი ნომერი გახდებოდა. უაითის სიტყვები გამართლდა და მახაჩევმა პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
ისლამმა ილია თოფურიას გადაუსწრო, რომელიც მეორე ადგილზე გადავიდა. მესამე პოზიციაზე მერაბ დვალიშვილი იმყოფება. ხამზატ ჩიმაევი მეოთხეა, ალეშანდრე პანტოჟა - მეხუთე. საჩემპიონო ორთაბრძოლაში დამარცხებული ჯეკ დელა მადალენა მეცხრე პოზიციაზე გადავიდა, ტომ ასპინალი კი მერვეზე ავიდა.