ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, კოლბი კოვინგტონი
Aa
Aa

„მინდა, ილიამ მახაჩევი დაანოკაუტოს“ | კოლბი კოვინგტონის კომენტარი

UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის მებრძოლმა, კოლბი კოვინგტონმა ისლამ მახაჩევზე ისაუბრა. კოლბიმ ინტერვიუ ჰელენ ის მისცა და განაცხადა, რომ სურს, ილია თოფურიასა და მახაჩევის დაპირისპირება იხილოს.

„ყველას უნდა, მახაჩევისა და თოფურიას ორთაბრძოლა ნახოს და მეც მათ შორის ვარ. ეს ჩხუბი აუცილებლად უნდა გაიმართოს. მნიშვნელობა არ აქვს, მსუბუქ წონით დივიზიონში იჩხუბებენ თუ ქვესაშუალოში — მათ საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანონ.

ჩემი აზრით, ილია მახაჩევისთვის ყველაზე რთული მეტოქეა, რადგან მას გრავიტაციის დაბალი ცენტრი აქვს და შედარებით დაბალია. ამის გამო, ილიას პარტერში გადაყვანა და მისი იქ დატოვება ისლამს ძალიან გაუჭირდება. თოფურიას კარგი ჯიუ-ჯიცუ აქვს და, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დარტყმის მქონე მებრძოლია, ვინც კი UFC-ში ოდესმე გვინახავს. მინდა, ილიას ხელებმა მახაჩევის სახე იპოვონ და ისლამი დაანოკაუტონ.“

შეგახსენებთ, რომ მახაჩევმა ჯეკ დელა მადალენა დაამარცხა და UFC-ის pound-for-pound რეიტინგში პირველ ადგილზე გადავიდა. აქამდე პირველ ადგილს „ელ მატადორი“ იკავებდა, რომელიც განახლებულ რეიტინგში მეორე პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„UFC-ს ეზიზღება, მეც მეზიზღება და თავიდან მოვიშორებ“ | ჰუკერი ცარუკიანზე
„UFC-ს ეზიზღება, მეც მეზიზღება და თავიდან მოვიშორებ“ | ჰუკერი ცარუკიანზე