პსჟ, ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე
Aa
Aa

“ქულების მაქსიმუმი უნდა დავაგროვოთ“ - ენრიკე ლე ავრთან მატჩის შემდეგ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ ჟერმენმა ლე ავრი 3:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ლუის ენრიკე:

„ყოველთვის სასიამოვნოა, როცა ტრავმირებული ფეხბურთელი ბრუნდება. მენდეშმა 90 წუთი ითამაშა და თავს შესანიშნავად გრძნობს. რაც შეეხება ბერალდოს, ნორმალურია, როცა სეზონის განმავლობაში თამაში გივარდება. კარგად ვიცით მისი ხარისხის შესახებ. რთულია ყველა ფეხბურთელს საკმარისი სათამაშო დრო მისცე. ჩვენ ყველა გვჭირდება ბერალდო, რამუში, მბაიე, მაიულუ.. გაუმჯობესება ნებისმიერს შეუძლია, რადგან სეზონი საკმაოდ დიდია.

სათამაშო დრო ახალგაზრდებსაც უნდა მიეცეთ, რადგან ეს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. თუ ისინი მოედანზე მაშინ გავლენ, როცა 4:0 ვიგებთ, ეს არაფერს შეგვმატებს. ძალიან მოტივირებული ვარ, რომ აკადემიის ფეხბურთელებმა მეტი ითამაშონ. ეს კლუბისთვისაც მნიშვნელოვანია.

ვფიქრობ, საბოლოო ჯამში ფრანგული აკადემიიდან წამოსული ფეხბურთელისთვის უფრო ადვილია პარი სენ ჟერმენში თამაში, ვიდრე დიდი თანხის სანაცვლოდ მოყვანილი ფეხბურთელისთვის. წინ უამრავი მატჩი გველოდება და ქულების მაქსიმუმი უნდა დავაგროვოთ.“

ცნობისთვის, ლე ავრთან მატჩი ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ესპანელმა სპეციალისტმა ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 71-ე წუთზე შეიყვანა და თავი საგოლე პასით გამოიჩინა.

13 ტურის შემდეგ, პარი სენ ჟერმენს 30 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ მარსელს 2 ქულით უსწრებს. შემდეგ ტურში ლუის ენრიკეს გუნდი მონაკოს ესტუმრება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკოს მე-7 საგოლე მოქმედება სეზონში | სენტ-ეტიენს გამარჯვებაში დაეხმარა
ზურიკოს მე-7 საგოლე მოქმედება სეზონში | სენტ-ეტიენს გამარჯვებაში დაეხმარა