ლივერპული, გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი, ნოტინგემ ფორესტი
Aa
Aa

ალისონი დაბრუნდა და 90 წუთი ითამაშა - ლივერპული ნოტინგემთან დამარცხდა

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ლივერპულმა ნოტინგემს უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. მერსისაიდელთა კრიზისი გრძელდება.

სამწუხაროდ გიორგი მამარდაშვილი სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა, რადგან ალისონ ბეკერმა ტრავმა მოიშუშა და ძირითად შემადგენლობაში არნე სლოტმა ის დააყენა.

მერსისაიდელთა რბევა მურილიომ 33-ე წუთზე დაიწყო, რასაც ორ წუთში იგორ ჟესუსის გოლი მოყვა, მაგრამ ხელით თამაშის გამო გაუქმდა.

მეორე ნახევარი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და 46-ე წუთზე სავონამ სხვაობა ორამდე გაზარდა.

მატჩში საბოლოო წერტილი 78-ე წუთზე გიბს-უიათმა დასვა. მასპინძლებმა კარისკენ 21-ჯერ დაარტყეს და კარში ზუსტად 4-ჯერ, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხეს.

ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, ლივერპულს 18 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზე დაქვეითდა, თუმცა მიმდინარე ტურში სხვა რამდენიმე გუნდს ჯერ არ უთამაშია და არის შანსი, რომ მერსისაიდული გრანდი უფრო დაქვეითდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები