ვინისიუს ჟუნიორი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

აგენტი გაღიზიანებულია - ვინისიუსს ახალ კონტრაქტს ისევ არ სთავაზობენ

ვინისიუს ჟუნიორსა და მადრიდის რეალს შორის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არანაირი სიახლე არ არსებობს.

ამის შესახებ, ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის აგენტმა ისაუბრა და განაცხადა, რომ ზაფხულის მერე ფეხბურთელს ხელშეკრულების განახლებაზე არავინ შეხმიანებია.

შეგახსენებთ, რომ ვინის ზაფხულში არაბული კლუბები ეპატიჟებოდნენ და კოლოსალურ ანაზღაურებას სთავაზობდნენ. მადრიდის რეალს კი მის სანაცვლოდ 250 მილიონ ევროს დაჰპირდნენ.

რა თქმა უნდა, ზაფხულში ჟუნიორმა გადაწყვეტილების მიღებაზე თავი შეიკავა და მოვლენების განვითარებას დაელოდა.

სიტუაციას ისიც ართულებს, რომ მან მადრიდულ გრანდში ლიდერობა დაკარგა და ახლა გამოკვეთილი ლიდერი კილიან მბაპეა. ეს სიტუაცია კი ვინისიუსის გაღიზიანებას იწვევს, რაც მოედანზე ხშირად ჩანს.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის გარემარბი ბლანკოსს 2018 წელს შეუერთდა. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 338 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 111 გოლი გაიტანა და 87 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები