“ყველაფერი კარგად არის“ - პეპი ნიუკასლთან წაგების შემდეგ
პრემიერ ლიგის მორიგ ტურში მანჩესტერ სიტი სტუმრად ნიუკასლთან დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, ესპანელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
გუარდიოლა:
„დაძაბული თამაში იყო. შანსები ხელიდან გავუშვით. სამწუხაროდ, მეორე ტაიმი ბოლომდე ვერ მივიყვანეთ. ინტენსივობა და მაღალი პრესინგი დაგვაკლდა. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. დონარუმას ვუთხარი, რომ ის კარგი მეკარეა და არ ინერვიულოს. ყველაფერი კარგად არის.
ნიუკასლი უმაღლესი დონის გუნდია, უმაღლესი დონის მოთამაშეებითა და მენეჯერით. ვერ შევინარჩუნეთ ის იმპულსი, რაც სანაკრებო შესვენებამდე გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში 2 გოლი გავიტანე, უკეთესები სწორედ მეორე ნახევარში ვიყავით.
საბოლოო ჯამში ორივე გუნდისთვის რთული თამაში გამოვიდა. მომენტების გამოუყენებლობის გამო დავისაჯეთ. კალენდარი მძიმეა და არაერთხელ მითქვამს, რომ ფეხბურთელებს ნორმალურად აღდგენის საშუალება არ აქვთ.“
შეგახსენებთ, რომ ამ წაგების შემდეგ, მანჩესტერ სიტის 22 ქულა დარჩა და პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, ქალაქელები ლიდსს უმასპინძლებენ.