ისლამ მახაჩევი, ჯო როგანი
Aa
Aa

„მეგობრებო, თქვენ მოყვარულის დონეზე ხართ“ - როგანმა ისლამის კრიტიკოსებს მიმართა

57 წლის ცნობილი ამერიკელი პოდკასტერი და UFC-ის კომენტატორი ჯო როგანი საინტერესო განცხადებებით ყოველთვის გამოირჩეოდა და ტრადიცია არც ამჯერად, ისლამ მახაჩევსა და ჯეკ დელა მადალენას შორის გამართულ ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ჩხუბის დასრულების შემდეგ დაარღვია და მოსაზრება საკუთარ პოდკასტში გამოთქვა.

ჯო როგანი

საუბარს ფაქტებით დავიწყებ - მახაჩევმა ერთი დივიზიონით ზემოთ აინაცვლა, რადგან მსუბუქ წონაში საოცრად დომინინტი ჩემპიონი იყო და ტიტული ყველაზე მეტჯერ დაიცვა.

ქვესაშუალო წონაში ასულმა ისლამმა დელა მადალენას ხუთივე რაუნდში ისე აჯობა, რომ მეტოქეს მცირე შანსიც კი არ მისცა. აი, ამ ყველაფრის ფონზე კი ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მახაჩევს მოსაწყენ მებრძოლს უწოდებენ. მათ მინდა მივმართო: „მეგობრებო, თქვენ მოყვარულის დონეზე ხართ“.

ვიცი, ნეიტრალურად განწყობილ გულშემატკივრებს დიდი სურვილი ჰქონდათ, რომ ჯეკს ისლამისთვის ერთი რაუნდი მაინც მოეგო, თუმცა მახაჩევმა ჭკვიანური ლოუ-ქიქებით ავსტრალიელი თავიდანვე გაანეიტრალა და ამით ყველაფერი დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევმა ჯეკ დელა მადალენას საკმაოდ ხანგრძლივი, 9-წლიანი დაუმარცხებელი სერია დაასრულა. მისი მომდევნო მეტოქე კი ჯერჯერობით არ გარკვეულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემპიონი მოყვარულის წინააღმდეგ“ - ცარუკიანი მახაჩევი-მადალენას ბრძოლაზე
„ჩემპიონი მოყვარულის წინააღმდეგ“ - ცარუკიანი მახაჩევი-მადალენას ბრძოლაზე