ბექა ბურჯანაძე
Aa
Aa

ბურჯანაძის 6 ქულა რეალთან - გრანადა სამეფო კლუბთან დამარცხდა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-8 ტურში გრანადამ მადრიდის რეალს უმასპინძლა და 100:111 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ გრანადა მოლო მეოთხედის წინ 1 ქულით იგებდა, თუმცა სამეფო კლუბმა ბოლო მეოთხედი იდეალურად ჩაატარა, 33:21 მოიგო და საბოლოო მატჩიც მათ სასარგებლოდ დასრულდა.

სათამაშო დრო ბექა ბურჯანაძესაც მიეცა, რომელიც საკმაოდ აქტიური იყო. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 12 წუთი და 32 წამი გაატარა.

ამ პერიოდის განმავლობაში ბურჯანაძემ 6 ქულა და 1 მოხსნა დააგროვა. მატჩის მიმდინარეობისას ბექამ ორი 3-ქულიანი ისროლა და 1 ჩააგდო. ორიდან ერთი 2-ქულიანი გამოიყენა და ერთი საჯარიმო ზუსტად შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გრანადა აშკარა აუტსაიდერია. 8 მატჩი, 1 მოგება, 7 წაგება - გრანადა სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილი: აღფრთოვანებული ვარ იმით, თუ როგორ გრძელდება ჩემი კარიერა
მამუკელაშვილი: აღფრთოვანებული ვარ იმით, თუ როგორ გრძელდება ჩემი კარიერა