“თავს დიდებულად ვგრძნობ“ - ალექსანდრე თოფურია გამარჯვების შემდეგ
ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში თავისი მეორე ბრძოლა მოიგო. კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ Fight Night-ზე სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში მებრძოლი „ელ კონკისტადორი“ ყაზახ ბეკზატ ალმახანს შეხვდა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა - 30-27, 30-27, 29-28.
ბრძოლის დასრულების შემდეგ, ალექსანდრე თოფურიამ კომენტარი გააკეთა.
თოფურია:
„თავს დიდებულად ვგრძნობ. არ ვიცი როგორი ბრძოლა იყო, მაგრამ მადლობა ღმერთს გავიმარჯვე. დიდი მადლობა ჩემს გუნდს. ბედნიერი ვარ, რომ ახლა გამარჯვებული თქვენს წინაშე ვდგავარ. ბოლო პერიოდში გამუდმებით მეკითხებოდნენ ჩემს საბრძოლო გეგმაზე. გალიაში წინასწარ არასდროს არაფერს ვგეგმავ. გონებაში ყოველთვის წარმოვიდგენ საუკეთესო და ყველაზე ცუდ სცენარს..
MMA ძალიან რთული სპორტია. ბრძოლა გამარჯვებით დავასრულე. მადლიერი და ბედნიერი ვარ. როცა ბრძოლა დაიწყო თავს კომფორტულად არ ვგრძნობდი. ვხედავდი უამრავ სივრცეს, რომელშიც მოძრაობა შემეძლო. თანდათან ყველაფერი გავაუმჯობესე. მომთმენი ვიყავი და ამან გაამართლა.
არ არის საიდუმლო, რომ საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი და მე ძალიან ძლიერი გუნდი მყავს. მე ბევრს ვშრომობ და ამ ყველაფერმა ერთად ეს შედეგი მოიტანა. მე ვარ ადამიანი, რომელსაც აქვს ამბიციები. ეს ამბიციები პოპულარობა არ არის. მსურს რთულ სიტუაციებში ისეთი გრძნობა დამეუფლოს, როგორიც დღეს დამეუფლა.
ღმერთს ყოველთვის ვთხოვ, რომ ძალა მომცეს. მესმის, რომ ფიზიკურად ძლიერი ვერ გაიღვიძებ. ცხოვრებაში რთული მომენტები არსებობს. დღეს ყაზახ მოწინააღმდეგესთან რთული 15 წუთი მქონდა. ამ ყველაფერმა მე უფრო ძლიერი გამხადა. ალმახანს დღეს არ წაუგია, ეს იყო უბრალოდ ერთი ბრძოლა. დარწმუნებული ვარ, ის ბევრს მიაღწევს.
უნდა დაიჯერო, რომ ყველაფერი შეგიძლია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე უნდა გყავდეს ადამიანები, რომლებსაც შენი სჯერათ. ოცნებებს უნდა გავყვეთ, დიდი გამოცდილება მივიღე. მინდა ზუსტად ისეთი ცხოვრებით ვიცხოვრო, როგორითაც დღეს ვცხოვრობ. ზოგადად თქვენს წინ საუბარი ადვილია, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი რთულია და ბევრი მუშაობაა საჭირო.“
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას უფროს ძმას ყველაზე პრესტიჟულ პრომოუშენში დებიუტი მიმდინარე წლის თებერვალში ჰქონდა, როცა ავსტრალიელ კოლბი თიქნესს მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო. „ელ კონკისტადორის“ ანგარიშზე MMA-ში უკვე 7 მოგება და 1 მარცხია.