„თავს დღემდე მოტყუებულად ვგრძნობ“ - დონარუმა პარიზიდან წასვლაზე
„პარი სენ-ჟერმენის“ მიერ გასულ სეზონში მიღწეულ უდიდეს წარმატებებში ჯანლუიჯი დონარუმას ფასდაუდებელი წვლილი რომ აქვს შეტანილი, ამას ალბათ ლუის ენრიკეს გარდა ყველა აღიარებს. დედაქალაქური გრანდის ასტურიელმა დამრიგებელმა რამდენიმე თვის წინ ყველასთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და იტალიელი მეკარე უბრალოდ აიძულა გუნდიდან წასულიყო. რა თქმა უნდა, ეს უკვე წარსულია და აღარაფერი შეიცვლება, მაგრამ დონარუმა, რომელიც ამჟამად უკვე „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას იცავს, პარიზიდან უცერემონიოდ გაშვებას დღემდე განიცდის.
ჯანლუიჯი დონარუმა
ასეთი კლუბის დატოვება არასდროს არის ადვილი. ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა, ჩემთვის ძალიან რთული იყო ამის გადატანა. მე ჩამოვედი და გარკვეულ სათამაშო სტილს შევეჩვიე, მაგრამ ბოლო თვეებში ეს სტილი გაქრა. გასულ სეზონში ისტორიაში პირველად მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა და მიუხედავად ამისა, ჩემი ღვაწლი არავინ დააფასა. ეს გვერდი უნდა გადავშალოთ, სხვა გზა არ მაქვს.
თავს მოტყუებულად ვგრძნობდი, რადგან როდესაც აქ მოვედი, პსჟ-ში ადაპტაციისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე. თუმცა, საბოლოო ჯამში, ბოლო რამდენიმე თვე სრულიად განსხვავებული იყო. იმედგაცრუებული ვიყავი. ეს ისეთი რამაა, რის ახსნაც ვერასდროს შევძლებ, მაგრამ ამასთან ერთად ცხოვრება მიწევს.
ცნობისათვის, შარშანდელი საკლუბო სეზონის დასრულების შემდეგ, ჯანლუიჯი დონარუმა თითქმის ყველა ვერსიით წლის საუკეთესო მეკარედ აღიარეს, თუმცა ლუის ენრიკესთვის ეს არგუმენტი არ აღმოჩნდა და იტალიელს კარისკენ მიუთითა.