მკაცრი სასჯელი დიასს - კოლუმბიელი ჰაკიმის წინააღმდეგ უხეშობისთვის დასაჯეს
„ბაიერნის“ გარემარბი ლუის დიასი „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩში მიღებული წითელი ბარათისთვის სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ამის შესახებ ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild-ი წერს.
შესაბამისად, კოლუმბიელი „რეკორდმაისტერს“ „არსენალთან“, „სპორტინგთან“ და „სენ-ჟილუასთან“ მატჩებს გამოტოვებს. მაროკოელმა ფეხბურთელმა მძიმე ტრავმა მიიღო და დაახლოებით 2 თვე იუქმებს.
მიუნხენური კლუბი ასეთ მკაცრ სასჯელს არ ეთანხმება და ჯერ წერილობით განმარტებებს ელოდება, შემდეგ კი უეფას გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. მანამედ მიუნხენელთა თავკაცმა, ვენსან კომპანიმ იმედი გამოთქვა, რომ ლუის დიასი მხოლოდ „არსენალთან“ მატჩს გამოტოვებს.
შეგახსენებთ, რომ 4 ტურის შემდეგ „ბაიერნი“ 12 ქულით ჩემპიონთა ლიგის სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზეა. დარჩენილ 4 ტურში „რეკორდმაისტერი“ ლონდონის „არსენალს“, ლისაბონის „სპორტინგს“, „სენ-ჟილუას“ და „ეინდჰოვენს“ შეხვდება.