ოსიმენს და სალაჰს აჯობა - ჰაკიმი აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ აშრაფ ჰაკიმი აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
მაროკოელ მარჯვენა მცველს კონკურენციას ვიქტორ ოსიმენი და მოჰამედ სალაჰი უწევდნენ.
შეგახსენებთ, რომ ჰაკიმის ისტორიული სეზონი ჰქონდა. პარი სენ ჟერმენთან ერთად ტრებლი შეასრულა და ამაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
ყველა ტურნირზე ერთად 55 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 11 გოლი გაიტანა და 16 საგოლე პასი შეასრულა. 11 გოლიდან კი 4 ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა.
ამ მომენტისთვის 27 წლის მარჯვენა მცველს ტრავმა აქვს და საკუთარ გუნდს ვერ ეხმარება. მისი რეაბილიტაციის პროცესი საკმაოდ გაიწელა.
შეგახსენებთ, რომ მაროკოელი ფეხბურთელი ფრანგულ გრანდში 2021 წლიდან თამაშობს. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 188 ჩატარებულ შეხვედრაში 27 გოლი გოლი გაიტანა და 38 საგოლე პასი მიითვალა.