პსჟ, მარსელი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

საფრანგეთის სუპერ თასი - კვარა მორიგი ტიტულისთვის ქუვეიტში იბრძოლებს

როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის სუპერ თასის ფინალში ერთმანეთს პარი სენ ჟერმენი და მარსელი დაუპირისპირდებიან.

ხვიჩა კვარაცხელიას კიდევ ერთი ტიტულის მოგების შანსი აქვს. მას ამჯერად ამის გაკეთება ქუვეიტში მოუწევს.

საფრანგეთის პროფესიონალურმა საფეხბურთო ლიგამ გვამცნო, თუ როდის და სად ჩატარდება აღნიშნული დაპირისპირება.

სუპერ თასის ფინალი 2026 წლის 8 იანვარს ქუვეითში, კონკრეტულად კი დედაქალაქში ელ-ქუვეიტში ჩატარდება.

ცნობისთვის, საფრანგეთის სუპერ თასი 2009 წლიდან ქვეყნის გარეთ ტარდება. გამონაკლისი მხოლოდ 2020 და 2023 წელი იყო.

ასევე გეტყვით, რომ საფრანგეთის სუპერ თასი ყველაზე მეტჯერ სწორედ ლუის ენრიკეს გუნდს(13-ჯერ) აქვს მოგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბოლონიასთან თამაში საეჭვოა - როგორია გოგლიჩიძის მდგომარეობა
ბოლონიასთან თამაში საეჭვოა - როგორია გოგლიჩიძის მდგომარეობა