გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

ვარჯიშს ამ კვირაში განაახლებს | როდის დაბრუნდება ალისონი?

„ლივერპულის“ მეკარემ, ალისონ ბეკერმა ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმა მოიშუშა და მოედანზე დასაბრუნებლად მზად არის. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა, Standard-ი ავრცელებს და დეტალებზე წერს.

Standard-ის მიხედვით, ამ კვირაში, ალისონი გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშს განაახლებს. 33 წლის გოლკიპერი შეეცდება დაამტკიცოს, რომ სათამაშოდ ასი პროცენტით მზად არის და არნე სლოტს შეუძლია, მისი იმედი ჰქონდეს.

ალისონმა ტრავმა 30 სექტემბერს მიიღო და მის არყოფნაში, გიორგი მამარდაშვილი თამაშობდა. ბრაზილიელმა 8 შეხვედრა გამოტოვა და მათგან „ლივერპულმა“ 5 წააგო და 14 გოლი გაუშვა. თუ ალისონი დასაბრუნებლად მზად აღმოჩნდა, „ნოტინგემთან“ გასამართ შეხვედრაში მერსისაიდელთა კარს სწორედ ის დაიცავს.

ცნობისთვის, ინგლისის პრემიერ ლიგის 11 ტურის შემდეგ „ლივერპულს“ 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-8 პოზიციას იკავებს. „წითლებისა“ და „ნოტინგემის“ დაპირისპირება 22 ნოემბერს, თბილისის დროით, 19:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოგას სამი ჩატენვა | ორლანდო მეჯიქმა გოლდენ სტეიტი დაამარცხა
გოგას სამი ჩატენვა | ორლანდო მეჯიქმა გოლდენ სტეიტი დაამარცხა