გოგა ბითაძე
Aa
Aa

გოგას სამი ჩატენვა | ორლანდო მეჯიქმა გოლდენ სტეიტი დაამარცხა

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ დადებით ბალანსზე ავიდა და მიმდინარე რეგულარულ სეზონში მერვე გამარჯვება მოიპოვა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ უმასპინძლა და სტეფ კარი და კომპანია 121:113 დაამარცხა.

ბითაძემ პარკეტზე 13 წუთი და 54 წამი გაატარა. ქართველმა ცენტრმა მეტოქის კალათს 100-პროცენტიანი სიზუსტით შეუტია და 6 ქულა, 2 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ ყველა ქულა ჩატენვებით აიღო — 3-დან 3 ორქულიანი. მის პასივში თითო-თითო დაკარგვაც და ჯარიმაც იყო.

„ორლანდოს“ რიგებში საუკეთესო დესმონდ ბეინი იყო — 23 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი. ფრანც ვაგნერმა 18 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, ხოლო უენდელ კარტერ ჯუნიორმა ორმაგი დუბლი გააკეთა — 17 ქულა, 12 მოხსნა. „გოლდენ სტეიტის“ მხრიდან 34 ქულით სტეფ კარი გამოირჩა. ჯიმი ბატლერს 33 ქულა ჰქონდა, დრეიმონდ გრინს — 12.

ცნობისთვის, „ორლანდოს“ 8 მოგება და 7 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზე იმყოფება. „მეჯიქი“ მომდევნო შეხვედრას 21 ნოემბერს გამართავს და „ლოს ანჯელეს კლიპერსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული გარემარბები | რეიტინგში კვარაც მოხვდა
ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული გარემარბები | რეიტინგში კვარაც მოხვდა