ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული გარემარბები | რეიტინგში კვარაც მოხვდა
გამოცემა GiveMeSport-მა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული გარემარბების რეიტინგი შეადგინა, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.
გამოცემის რეიტინგში ხვიჩა კვარაცხელია მე-15 ადგილზეა - 59 მილიონი გირვანქა. რას წერს გამოცემა ქართველ ფეხბურთელზე:
„ორივე ფეხით მოთამაშე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ლიგა 1-ში, ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ის ტრიუმფალურ სეზონში ერთ-ერთ საკვანძო როლს ასრულებდა. ხვიჩა პარიზელებს „ნაპოლიდან“ შეუერთდა, ხოლო მცველების მოტყუების უნარმა ქართველი ფეხბურთელი თითქმის შეუჩერებლად აქცია. ხვიჩას ასაკისა და უნარების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ მისი პროგრესი მომავალშიც გაგრძელდება“.
რეიტინგის თანახმად, ყველაზე ძვირადღირებულ გარემარბი ნეიმარია (200 მილიონი გირვანქა), მეორე ადგილზეა უსმან დემბელე (135 მილიონი გირვანქა), მესამეზე კი ჯეკ გრილიში (100 მილიონი გირვანქა). სრულად რეიტინგს ბმულზე გაეცნობით.