კილიან მბაპე
Aa
Aa

პსჟ 440 მილიონს ითხოვს, მბაპე 253-ს | მხარეებმა ერთმანეთს პრეტენზიები გააცნეს

„პარი სენ-ჟერმენი“ და კილიან მბაპე ერთმანეთისგან იმაზე უფრო დიდ თანხებს ითხოვენ, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი.

სასამართლოში გაიმართა მორიგი სხდომა, რომელზეც მხარეთა პრეტენზიები განიხილეს. მანამდე მედია წერდა, რომ ფეხბურთელი პარიზული კლუბისგან კომპენსაციის სახით 240 მილიონ ევროს ითხოვდა, თავად პარიზელები კი კილიანს 180 მილიონი ევროს გადახდას სთხოვდნენ.

RMC Sport-ის ინფორმაციით, ახლა ცნობილი ხდება, რომ პარიზული კლუბი თავისი ყოფილი ფეხბურთელისგან 440 მილიონ ევროს ითხოვს.

„ჩვენ ნამდვილად ვითხოვთ 440 მილიონ ევროს. 20 მილიონი რეპუტაციული ზიანისთვის, 60 მილიონი - 2023 წლის აგვისტოში გაფორმებული შეთანხმების არაკეთილსინდისიერი შესრულებისთვის, 180 მილიონი - ამ შეთანხმების დამალვისთვის, 180 მილიონი - ფეხბურთელის გაყიდვის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობისთვის“, - განაცხადა პსჟ-ის ადვოკატმა.

RMC Sport-ი წერს, რომ მბაპეს მხარე ამ მოთხოვნებით „აღშფოთებულია“. თავის მხრივ, საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი ყოფილი კლუბისგან დაახლოებით 253 მილიონ ევროს ითხოვს.

აქვე გეტყვით, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას 16 დეკემბერს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ ვნანობ, რომ წავიდა“ | ალ-ხელაიფი მბაპეზე
„არ ვნანობ, რომ წავიდა“ | ალ-ხელაიფი მბაპეზე