ილია თოფურია, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„ჰუკერი ილიაზე მამაცი აღმოჩნდა“ - ცარუკიანის მინიშნება

კატარში გამართული UFC-ის გუშინდელი ღონისძიების მთავარი ბრძოლის დასრულების შემდეგ ბევრი ელოდა, რომ არმან ცარუკიანი რაიმე არაორდინალურ განცხადებას გააკეთებდა, თუმცა სომეხმა მებრძოლმა თქვა ის, რასაც ყველა ელოდა და არაფერი განსაკუთრებული. მან იმედი გამოთქვა, რომ მისი მომდევნო ბრძოლა სატიტულო იქნება, თუმცა მოგვიანებით, სოციალური ქსელის საშუალებით ილია თოფურიას მიმართ პრეტენზიის გამოთქმის საშუალება ხელიდან არ გაუშვა.

არმან ცარუკიანი

გადასარევად ვიცოდი, რომ დენ ჰუკერი ჩემი დონის მებრძოლი არ არის და მის წინააღმდეგობას ადვილად დავძლევდი. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ჰუკერმა ჩემზე კარგად იცოდა, თუმცა მისი საქციელი დაფასებას იმსახურებს, რადგან ბრძოლას დათანხმდა და ამ დივიზიონის ჩემპიონისგან განსხვავებით, ნამდვილი სიმამაცე გამოავლინა.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია არმან ცარუკიანის მსგავსად გუშინ კატარში იმყოფებოდა და თავისი ძმის, ალექსანდრე თოფურიას კუთხეში იყო, რომელმაც ბეკზატ ალმახანი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იან გარი: “ქართველებო, თქვენი დახმარება მჭირდება“
იან გარი: “ქართველებო, თქვენი დახმარება მჭირდება“