17 წელიწადში 8 მილიონი გადაუხადეს და ამ დროს აღზევდნენ“ - პერესი ბარსელონაზე და მსაჯებზე
უკანასკნელ პერიოდში ფლორენტინო პერესი მედიის წინაშე იშვიათად ჩნდება, თუმცა ამჯერად ტრადიცია დაარღვია და „რეალის“ ყოველწლიური საკლუბო ასამბლეის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტების აბსოლუტურად ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცა. განსაკუთრებული ინტერესი ლა ლიგაზე და მსაჯების მუშაობასთან დაკავშირებულ თემებზე გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია, რომლის დროსაც „სამეფო კლუბის“ პრეზიდენტი არაფერს მოერიდა და როგორც პრიმერადივიზიონის სამსაჯო კორპუსი, ასევე „ბარსელონა“ საჯაროდ გააკრიტიკა.
ფლორენტინო პერესი
თავდაპირველად უნდა შევთანხმდეთ, რომ ამა თუ იმ ფეხბურთელის გაძევება ფეხბურთში ყველაზე სუბიექტური გადაწყვეტილებაა, რაც კი შეიძლება არსებობდეს. 2021 წლის მონაცემებით იცით როგორი სიტუაცია იყო? არბიტრებს „რეალის“ მოწინააღმდეგე გუნდიდან - 2, „ბარსელონას“ მეტოქე კლუბებიდან კი 49 ფეხბურთელი ჰყავდათ გაძევებული. არადა, მანამდე ბალანსი 13:12-ზე იყო ჩვენს სასარგებლოდ.
ეს იცით რისი ბრალია? „ნეგრეირას საქმის“ გამოძახილია. 17 წლის განმავლობაში კატალონიურმა გრანდმა ლა ლიგის სამსაჯო კორპუსის ვიცე-პრეზიდენტს 8 მილიონი ევრო გადაუხადა და სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა პრიმერადივიზიონში მათი აღზევება. საერთოდ რაზეა საუბარი, ბევრია „რეალის“ ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა უფრო მეტჯერ აქვს მოგებული, ვიდრე ლა ლიგა და თქვენი აზრით ეს ნორმალურია?!“
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს „ბარსელონას“ ხელმძღვანელებს ბრალი წაუყენეს ესპანეთის სამსაჯო კორპუსის ტექნიკური კომიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ხოსერ მარია ენრიკე ნეგრეირას მოქრთამვაში. სასამართლომ საქმის ფარგლებში ნეგრეირას შვილი ხავიერ ენრიკესი და „ბლაუგრანას„ ყოფილი პრეზიდენტები, სანდრო როსელი და ხოსეპ მარია ბართომეუ დაკითხა, თუმცა ბრალის დამტკიცება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.