ილია თოფურია, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„სახეში სილა გაგარტყი და უბრალოდ იცინოდი“ - თოფურიამ ცარუკიანს უპასუხა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ამავე წონის რეიტინგის პირველ ნომერს, არმან ცარუკიანს უპასუხა. სომეხმა მებრძოლმა გუშინდელი გამარჯვების შემდეგ ილია კიდევ ერთხელ გამოიწვია და განაცხადა, რომ ქართველი მებრძოლი მასთან ჩხუბს გაურბის. დღეს კი თოფურიამ სოციალურ ქსელში საპასუხო განცხადება გაავრცელა და ცარუკიანი შეშინებულ იხვს შეადარა.

რას წერს თოფურია:

„არმან, ყოველ ჯერზე, როდესაც ერთმანეთს პირადად ვხვდებით, შეშინებული იხვივით იყინები, რომელმაც არ იცის რა უნდა გააკეთოს. იცი, რომ როგორც მინდა, ისე მოგექცევი. იმას ვეჩხუბები, ვისაც UFC აარჩევს. და გახსოვდეს, სახეში სილა გაგარტყი და შენ უბრალოდ იცინოდი, შემდეგ კი განგსტერივით იქცევი. ასე რომ, გააგრძელე, სწორ გზაზე ხარ, მაგრამ ჩემზე რამდენიმე საფეხურით დაბლა, ბავშვო.“

შეგახსენებთ, რომ გუშინ, არმან ცარუკიანმა UFC Fight Night Qatar-ზე დენ ჰუკერი საბმიშენით დაამარცხა. ამავე ივენთზე, პრელიმების ქარდზე ალექსანდრე თოფურიამაც იბრძოლა, რომელმაც მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა, ალექსანდრეს კი კუთხეში ილია თოფურია ჰყავდა. სწორედ ამ ივენთზე შეხვდნენ ილია თოფურია და არმან ცარუკიანი ერთმანეთს. თოფურიამ განცხადებასთან ერთად ვიდეოც გაავრცელა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ურტყამს სილას სახეში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იმედია, სამშაბათს ჩემი და ილიას ჩხუბი დაანონსდება“ - არმან ცარუკიანი
„იმედია, სამშაბათს ჩემი და ილიას ჩხუბი დაანონსდება“ - არმან ცარუკიანი