იბერია 1999-ის გამარჯვება | დინამო ბათუმმა კოლხეთი 1913 დაამარცხა
Crystalbet ეროვნული ლიგის მე-18 ტურში, სატურნირო ცხრილის ლიდერმა, „იბერია 1999“-მა „გაგრა“ დაამარცხა. თბილისური კლუბი მასპინძლის სტატუსით იყო და პირველი გოლი სტუმრებმა გაიტანეს, თუმცა, ლევან კორღალიძის გუნდმა სამი ქულა აიღო.
შეხვედრაში ანგარიში ლევან გეგეჭკორმა, ბრწყინვალე დარტყმით გახსნა. 5 წუთში, იური ტაბატაძემ წონასწორობა აღადგინა, 2 წუთში კი დუბლი მიითვალა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. 87-ე წუთზე, შეხვედრის საბოლოო ანგარიში ამირან ძაგანიამ დააფიქსირა.
დღევანდელი სათამაშო დღე „ბათუმი არენაზე“ დაიხურა, სადაც „დინამო ბათუმი“ „კოლხეთი 1913“-ს დაუპირისპირდა და 2:0 იმარჯვა. მასპინძელთა მხრიდან, გოლები გიტის პაულაუსკასმა და მოჰამედ ფოფანამ გაიტანეს.
გეტყვის იმასაც, რომ დღის პირველ შეხვედრაში „ტორპედო“ „გარეჯთან“ 0:2 დამარცხდა, „სამგურალმა“ კი „თელავს“ 3:1 მოუგო.