19 წლამდე ნაკრები მოლდოვაში მიემგზავრება | შემადგენლობა და მატჩების განრიგი
საქართველოს 19 წლამდე ნაკრები 6-დან 10-ივნისის ჩათვლით მოლდოვაში, 19-წლამდელთა ასაკობრივ საერთაშორისო ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. გამონაკლისის სახით, ტურნირზე მასპინძელთა 20-წლამდელთა გუნდიც გახლავთ დაშვებული.
ვასილ მაისურაძის 19-წლამდელები პირველ მატჩს 6 ივნისს ნისპორენიში მოლდოვის 19-წლამდე გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებენ. 8-ში, ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრის მოედანზე მასპინძელთა 20-წლამდელებს დაუპირისპირდებიან, ხოლო 10 რიცხვში იგივე მოედანზე სომხეთის 19-წლამდელებს.
U19 | მატჩების განრიგი
6 ივნისი | მოლდოვა U19 - საქართველო U19 | 20:30
8 ივნისი | მოლდოვა U20 - საქართველო U19 | 18:30
10 ივნისი | სომხეთი U19 - საქართველო U19 | 18:30
U19 | შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი ყავლაშვილი (უნიონ სენ ჟილი, ბელგია), საბა ტარტარაშვილი (დინამო თბილისი), ოთო დოღაძე (ლოკომოტივი თბილისი).
მცველები: მათე შათირიშვილი (დინამო თბილისი), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), დაჩი გოგოლი (ლოკომოტივი თბილისი), ნიკოლოზ გვაზავა (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ბოჭორიშვილი (იბერია 1999), გიორგი ლომიძე (დინამო თბილისი), გიორგი გვასალია (დინამო თბილისი), საბა მურვანიძე (იბერია 1999), გიორგი გაბრიჩიძე (იბერია 1999).
ნახევარმცველები: ლუკა წულაია (დინამო თბილისი), ლაშა ხუციშვილი (დინამო თბილისი), ალექსანდრე ქუთათელაძე (ლილი, საფრანგეთი), გიორგი ჩუბინიძე (ბორნმუთი, ინგლისი), დანილ დუპლი (კასტეიონი, ესპანეთი), დავით ზაქარეიშვილი (იბერია 1999), ნიკოლოზ ცარციძე (ლოკომოტივი თბილისი), ნიკოლოზ შალიკიანი (იბერია 1999), რეზი დანელია (დინამო თბილისი).
თავდამსხმელები: საბა ნიორაძე (დინამო თბილისი), გიორგი ფერაძე (დინამო თბილისი), დავით გოგილაშვილი (იბერია 1999), ნიკოლოზ ჩიქოვანი (დინამო თბილისი).
აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი, ნოემბერში (12-18 ნოემბერი) 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში ჩაერთვება, სადაც ხორვატიაში - სერბეთს, გიბრალტარს და მასპინძელ ხორვატიას დაუპირისპირდება.
nakrebi.ge