ტორპედო, გარეჯი
Aa
Aa

Crystalbet ეროვნული ლიგა: ტორპედო გარეჯთან დამარცხდა

კრისტალბეთ ეროვუნლ ლიგაში მე-18 ტური გრძელდება. ტურის მორიგ მატჩში ქუთაისის „ტორპედო“ საკუთარ მოედანზე „გარეჯს“ დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

ანგარიში მე-19 წუთზე ვახო ბედოშვილმა ბრწყინვალე გასროლით გახსნა, 84-ე წუთზე კი სერგი კუხიანიძემ სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

18 ტურის შემდეგ „ტორპედო“ 29 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება, გარეჯი კი 18 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.

მომდევნო ტურში ქუთაისელები სტუმრად „დინამო ბათუმს“ შეხვდება, „გარეჯი“ კი გორის „დილას ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები