თინათინ ამბალია, ლიზი მწყერაშვილი
Aa
Aa

ქალთა ერთა ლიგა | საქართველოს ნაკრებმა ანდორა დაამარცხა

ერთა ლიგის C დივიზიონის მეხუთე ტურში საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები სტუმრად ანდორას დაუპირისპირდა და 2:1 გაიმარჯვა.

მე-9 წუთზე ტატიანა მატვეევას გოლამდე სანტიმეტრები დააკლდა, როდესაც მან ლიზი მწყერაშვილი ჩაწოდებულ ბურთზე თავით ვერ ითამაშა, თუმცა უკვე მე-12 წუთზე საქართველოს ნაკრები მაინც დაწინაურდა: მწყერაშვილის პასით თინათინ ამბალიამ ისარგებლა და ახლო მანძილიდან ანდორელთა კარი აიღო. მე-17 წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს: კარლა ბერიმ კალანდაძის შეცდომით ისარგებლა, თათია გაბუნიასთან პირისპირ გავიდა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

28-ე წუთზე ლიზი მწყერაშვილმა საჯარიმო ეფექტურად შეასრულა და ირის ანტმანის გუნდი ისევ დააწინაურა. 52-ე წუთზე საქართველოს ნაკრები უმცირესობაში დარჩა: ბოლო იმედის ჯარიმისთვის მოედნიდან ნინო პასიკაშვილი გააძევეს. 72-ე წუთზე თათია გაბუნიამ ურთულესი დარტყმა აიღო და საქართველოს ნაკრები გაშვებულ გოლს გადაარჩინა.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი შემდეგი შემადგენლობით ჩაატარა: თათია გაბუნია, მარიამ კალანდაძე, გვანცა ქადაგიშვილი, სალომე გასვიანი, ნათია დანელია, ტატიანა მატვეევა, თინათინ ამბალია, ირინა ხაბურზანია (ანანო წიქარიძე, 82), ნინო პასიკაშვილი, მაიკო ბებია (კესო მეტონიძე, 68), ლიზი მწყერაშვილი (ნინო ჩხარტიშვილი, 56).

პარალელურად გამართულ მატჩში მალტამ კვიპროსი დაამარცხა (1:0) ამ დროისთვის სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება:

  1. მალტა 12 ქულა
  2. კვიპროსი 7 ქულა
  3. საქართველო 6 ქულა
  4. ანდორა 4 ქულა

ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ირის ანტმანის გუნდი 3 ივნისს, შინ, კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს - გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზე გადაინაცვლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქართველი მსაჯები ქალთა ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ქართველი მსაჯები ქალთა ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან