ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„როდესაც ოქტაგონში ჩარლზს დაინახავს, შეეშინდება“ - პიმბლეტი თოფურიაზე

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა ამავე წონაში ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას საჩემპიონო ჩხუბზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბრაზილიელ მებრძოლს „მატადორთან“ ერთი უპირატესობა ექნება.

„ჩარლზ ოლივეირა ილიაზე 10 სანტიმეტრით მაღალია, ეს კი საკმაოდ დიდი განსხვავებაა, ხალხი ამას ვერ ხვდება. როდესაც ილია ოქტაგონში მის წინ მდგომ ჩარლზს დაინახავს, შესაძლოა, შეშინდეს კიდეც, რადგან ის გაცილებით დიდი იქნება. შესაბამისად, ჩარლზი უფრო მძიმეც იქნება, რაც ნამდვილად აძევს უპირატესობას“.

რამდენიმე კვირის წინ, როდესაც პიმბლეტი ილიაზე საუბრობდა, ბრიტანელმა მებრძოლმა ქართველის გამარჯვების სურვილი გამოთქვა და განაცხადა, თოფურიას მომდევნო ბრძოლაში სიამოვნებით დაუპირისპირდებოდა.

„მიმაჩნია, რომ ჩემთვის თოფურიას გამარჯვება უკეთესია, რადგან ამ შემთხვევაში, არის შანსი, კიდევ ერთი ჩხუბის გამართვა არ მომიწიოს და პირდაპირ სატიტულო ბრძოლა მივიღო. თოფურიამ თავად თქვა, რომ ჩემთან დაპირისპირება უნდა და მასთან ჩხუბის სურვილი მეც მაქვს“.

ცნობისთვის, ილია თოფურია სიმაღლეში 1.70 მეტრია, ოლივეირას სიმაღლე კი 1.78 მეტრია. ამის მიუხედავად, თოფურიამ არა ერთხელ დაამტკიცა, რომ მასზე გაცილებით მაღალი მეტოქეების დამარცხება შეუძლია. ერთ-ერთი ასეთი მეტოქე ჯაი ჰერბერტი იყო (1.85 მეტრი), რომელსაც „მატადორმა“ ნოკაუტით მოუგო.

მსუბუქი წონითი დივიზიონის ვაკანტური ქამრისთვის, ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას ჩხუბი 29 ივნისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პედი მომდევნო სუპერვარსკვლავი იქნება“ - UFC ლეგენდა
„პედი მომდევნო სუპერვარსკვლავი იქნება“ - UFC ლეგენდა