დონეცკის შახტარი, არდა თურანი
Aa
Aa

“ამბიცია ყველა მატჩის მოგებაა“ - არდა თურანი შახტარის მწვრთნელად დაინიშნა

რამდენიმე დღის წინ, გავლენიანმა სატრანსფერო ექსპერტმა გვამცნო, რომ არდა თურანი დონეცკის შახტარის მწვრთნელი გახდებოდა.

სულ ცოტა ხნის წინ, დონეცკური გუნდის ვებ-გვერდმა ეს ამბავი ოფიციალურად დაადასტურა. 38 წლის თურქი ყოფილი ფეხბურთელი უკრაინული გუნდის მთავარი მწვრთნელია.

„ვამაყობ, რომ შევუერთდი ისეთ დიდებულ გუნდს, როგორიც შახტარია. ამ კლუბს მდიდარი ისტორია და ტრადიციები აქვს. არის გუნდი, რომელიც მთელ ევროპაშია ცნობილი და რომლის ამბიცია ყველა მატჩის მოგებაა. იმედი მაქვს, რომ აქ ჩემს მემკვიდრეობას დავტოვებ.

მინდა გულშემატკივრებს არაერთი სასიხარულო მომენტი ვაჩუქო. ჩვენ ღრმად ვართ მოტივირებულნი, რომ ტიტულები მოვიგოთ, როგორც უკრაინაში, ასევე ევროპულ ასპარეზზე.“

- განაცხადა თურანმა

შეგახსენებთ, რომ არდა თურანმა სამწვრთნელო კარიერა 2023 წელს დაიწყო და ეიუსპორს ჩაუდგა სათავეში. თურანი თურქულ კლუბს 84-ჯერ გაუძღვა, საიდანაც 45 მატჩი მოიგო, 25 წააგო და 14 ფრედ დაასრულა.

ასევე შეგახსენებთ, დონეცკის შახტარში ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს. ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი. ეს უკანასკნელი გასულ სეზონში იჯარის წესით კოპენჰაგენში ასპარეზობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ამ შეგრძნებას სიტყვებით ვერ აღვწერ | ხარებაშვილი ეროვნულ ნაკრებში გამოძახებაზე
ამ შეგრძნებას სიტყვებით ვერ აღვწერ | ხარებაშვილი ეროვნულ ნაკრებში გამოძახებაზე