ჩელსი, ბეტისი
Aa
Aa

ბეტისი დამარცხებულია - ჩელსიმ კონფერენს ლიგა მოიგო

კონფერენს ლიგის ფინალში ლონდონის ჩელსი ესპანურ ბეტისს დაუპირისპირდა. არისტოკრატებმა მოწინააღმდეგე 4:1 დაამარცხეს და ჩემპიონები გახდნენ. ენცო მარესკას გუნდი გახდა პირველი კლუბი, რომელსაც სამივე მთავარი ევროპული ტიტული აქვს მოგებული. იგულისხმება ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ლიგა და კონფერენს ლიგა.

პირველმა ტაიმმა ესპანელთა უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მე-9 წუთზე აბდე ეზალზულმა გახსნა და პირველი ნახევარი ბეტისმა 1:0 მოიგო.

მეორე ნახევარში ჩელსი გააქტიურდა და ზეწოლა გააძლიერა, რამაც შედეგი გამოიღო. 65-ე წუთზე წონასწორობა ენცო ფერნანდესმა აღადგინა, რასაც ზუსტად 5 წუთში ჯექსონმა უპასუხა და არისტოკრატები წინ გაიყვანა.

83-ე წუთზე ჯეიდონ სანჩომ უპირატესობა სოლიდური გახადა და 3:1 დააფიქსირა. საბოლოო წერტილი კი კაისედომ დასვა.

შეგახსენებთ, რომ ჩელსისთვის სეზონი გარკვეულწილად წარმატებული გამოდგა. ენცო მარესკას გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა მოახერხა და ტიტულიც მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები