ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„რა გასაოცარი ტრანსფერია“ | როგორ გამოეხმაურა LEquipe-ი ხვიჩას ფინალს

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. ფინალში, „კვარას“ „პარი სენ-ჟერმენი“ „ინტერს“ დაუპირისპირდა და დომინანტური თამაში აჩვენა. ლუის ენრიკეს გუნდს არანაირი კითხვის ნიშანი არ დაუტოვებია და მეტოქე 5:0 გაანადგურა.

კვარაცხელიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 84 წუთი გაატარა. ხვიჩამ გოლი გაიტანა, მეტოქის კარისკენ 6-ჯერ დაარტყა, 4-დან 2 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა და 11-დან 5 ორთაბრძოლა მოიგო. ავტორიტეტულ ფრანგულ გამოცემას, L’Equipe-ს „კვარას“ თამაში უყურადღებოდ არ დაუტოვებია და მისი ასპარეზობა შეაფასა.

„რა გასაოცარი ტრანსფერია! დიახ, დამაგვირგვინებელ ფაზაში, ქართველ ფეხბურთელს სიზუსტე უდავოდ აკლდა და რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა, მაგრამ ძალიან აქტიური იყო! ბევრს დარბოდა და მცველებს უკან იხსნებოდა. დუმფრისი პრაქტიკულად რომ არ არსებობდა, ეს მისი დამსახურებაა, რადგან დაცვაში რეგულარულად ბრუნდებოდა. 73-ე წუთზე, ჯილდოდ გოლი მიიღო“.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა. Sofascore-მა „კვარას“ თამაში 7.4 ქულით შეაფასა, Whoscored-მა კი მას 7.9 ქულა დაუწერა.

ხვიჩა კვარაცხელიას ყველა მომენტი ინტერთან

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„თავდაპირველად მეგონა რომ ნაპოლი არ უნდა დაეტოვებინა“ | სიომინმა კვარაზე ისაუბრა
„თავდაპირველად მეგონა რომ ნაპოლი არ უნდა დაეტოვებინა“ | სიომინმა კვარაზე ისაუბრა