ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა
Aa
Aa

„100 000 რომ მქონდეს, ილიაზე დავდებდი“ | მახაჩევის ლეგენდარული მწვრთნელი

ისლამ მახაჩევის ლეგენდარულმა მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. მენდესმა, რომელსაც ხაბიბ ნურმაგომედოვთან, ფრენკ შემროკთან, კეინ ველასკესთან და სხვა ლეგენდებთან უმუშავია, ივარაუდა, რომ „ელ მატადორი“ ჩარლზ ოლივეირას დაამარცხებს.

„თოფურიასა და მახაჩევის პოტენციური ჩხუბი? ილია ძალიან, ძალიან რთული მეტოქე იქნებოდა. ის ალექსანდრ ვოლკანოვსკის ჰგავს და მისთვის სერიოზული მომზადებაა საჭირო. ის, რაც მას სხვებისგან გამოარჩევს, კრივია. თოფურიას ძალიან, ძალიან კარგი კრივი აქვს. 

100 000 დოლარი რომ მქონდეს, ვისზე დავდებდი, ილიაზე თუ ოლივეირაზე? თოფურიაზე… რომ მკითხოთ, ვინ მინდა, რომ მოიგოს, გეტყვით, ჩარლზის მხარეს ვარ-მეთქი, მაგრამ 100 000 დოლარს რომ ვდებდე, თოფურიაზე ჩამოვიდოდი ფსონს.

ილია ძალიან, ძალიან სახიფათო მეტოქეა და მშვენივრად იცის, მეტოქის ყბა როგორ იპოვოს. ოლივეირას მის კრივთან გამკლავება გაუჭირდება და თეიქდაუნის შესრულების მხრივაც პრობლემები ექნება. ჩემი აზრით, ილიას მეტი შანსი აქვს, მაგრამ ოლივეირას შეუძლია, კიკებით გაგვაკვირვოს“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ოლივეირას ორთაბრძოლა ლას ვეგასში გაიმართება და 28 ივნისს (თბილისის დროით, 29 ივნისს) ჩანიშნული UFC 317-ის მთავარი მოვლენა იქნება. თოფურია აშკარა ფავორიტია და ბუკმეკერები ვარაუდობენ, რომ „ელ მატადორი“ მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიტესთან დღემდე ვმეგობრობ | დინამოს ყოფილი მეკარე, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა
კიტესთან დღემდე ვმეგობრობ | დინამოს ყოფილი მეკარე, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა