გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

სიტუაციას აკვირდებიან | გალათასარაი მიქაუტაძის ტრანსფერს განიხილავს

გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ საფრანგეთის ლიგა 2-ში დააქვეითეს. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ევროპული კლუბები მის გარშემო მიმდინარე მოვლენებს თვალს აქტიურად აკვირდებიან.

„ლიონის“ ფეხბურთელების მისამართით დიდი ინტერესია და გამონაკლისი არც მიქაუტაძეა. ახლახან, ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა, ეკრემ კონურმა ახალი ინფორმაცია გაავრცელა და განაცხადა, რომ 24 წლის ცენტრფორვარდს „გალათასარაი“ აკვირდება.

„გალათასარაი გიორგი მიქაუტაძით არის დაინტერესებული. ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ ყოფილა, მაგრამ სუპერ ლიგის წარმომადგენელი სიტუაციას თვალს ახლოდან ადევნებს. მიქაუტაძისადმი ძლიერ ინტერესს ერედივიზიეს, პრემიერ ლიგისა და სერია A-ს კლუბები იჩენენ“, - წერს კონური.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში მიქაუტაძეს ყველაზე აქტიურად „რომას“, „აინტრახტსა“ და „სანდერლენდს“ უკავშირებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეშინებული ხარ“ | ცარუკიანმა თოფურიას კიდევ ერთხელ მიმართა
„შეშინებული ხარ“ | ცარუკიანმა თოფურიას კიდევ ერთხელ მიმართა