ილია თოფურია, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„შეშინებული ხარ“ | ცარუკიანმა თოფურიას კიდევ ერთხელ მიმართა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, არმან ცარუკიანმა ილია თოფურიას მიმართა. 28 წლის სომეხმა X-ის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და „ელ მატადორის“ მიერ ჩარლზ ოლივეირას დამარცხების შემდეგ გაკეთებულ განცხადებას უპასუხა.

„ნამდვილი კონტენდერისგან გაქცევა მხოლოდ ერთ რამეს ადასტურებს - შეშინებული ხარ. გულის სიღრმეში, ზუსტად იცი, რა მოხდება თუ ჩემ წინააღმდეგ ოქტაგონზე გამოხვალ“, - დაწერა ცარუკიანმა.

ცნობისთვის, ინტერვიუში, რომელსაც ცარუკიანი გამოეხმაურა, თოფურია ამბობს: „არმანი ოქტაგონში განვითარებული მოვლენებით შოკირებული ჩანდა და ოლივეირას დანოკაუტების შემდეგ მას სახეზე ასეთი რამ ეწერა: „ამ ბრძოლას ვაზღვევდი და მადლობა ღმერთს, რომ ჩარლზს არაფერი მოუვიდა და ილიას სწორედ ის დაუპირისპირდა. წონა წარმატებით ჩააბარა და ამ მხრივ პროგრესი ჰქონდა, თუმცა თუ შეამჩნევდით, ის წონას მხოლოდ მაშინ აბარებს, როდესაც ჩხუბი არ უწევს“.

ცარუკიანს კარიერაში 25 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 22 გამარჯვებაა. ბოლო ჩხუბში, არმანმა „დუ ბრონქსს“ მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლიდან რომ დაიმატეს, ყველაზე მაგარი ფეხბურთელია“ - მაკ ალისტერი სენ-ჟერმენზე
„ნაპოლიდან რომ დაიმატეს, ყველაზე მაგარი ფეხბურთელია“ - მაკ ალისტერი სენ-ჟერმენზე