ხვიჩა კვარაცხელია, ალექსის მაკ ალისტერი
Aa
Aa

„ნაპოლიდან რომ დაიმატეს, ყველაზე მაგარი ფეხბურთელია“ - მაკ ალისტერი სენ-ჟერმენზე

„პარი სენ-ჟერმენისთვის“ 2024-2025 წლების სეზონი კლუბის არსებობის ისტორიაში საუკეთესო გამოდგა - ლუის ენრიკეს მომზადებულმა გუნდმა საკმაოდ მძიმედ ჩატარებული ჯგუფური ფაზის შემდეგ, პლეი-ოფში „ბრესტი“, „ლივერპული“, „ასტონ ვილა“ და „არსენალი“ დაამარცხა, ფინალში „ინტერი“ გაანადგურა და ჩემპიონთა ლიგა არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო. საყოველთაო მოსაზრებით, პარიზელებს ყველაზე მეტად მერსისაიდელებთან გაუჭირდათ, რაც „წითლების“ არგენტინელმა ნახევარმცველმა ალექსის მაკ ალისტერმაც აღნიშნა და მათ დამარცხებაში ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებას განსაკუთრებით გაუსვა ხაზი.

რას ამბობს მაკ ალისტერი

არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. ამ კლუბის ფეხბურთელები მოედანზე დაფრინავენ, დისციპლინირებულად თამაშობენ, ბურთთან კარგად მუშაობენ და თითოეული მათგანი გამუდმებით დარბის. მათი ყველა მოთამაშე მაგარია, მაგრამ 7 ნომერი, რომელიც „ნაპოლიდან“ დაიმატეს, ნამდვილი ვარსკვლავია.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენში“ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 29 მატჩში თავი 8 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფედელე: ლანგი კვარას შემცვლელად? ნერეშზეც ამას ამბობდნენ
ფედელე: ლანგი კვარას შემცვლელად? ნერეშზეც ამას ამბობდნენ