ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი, ალეშანდრე პანტოჟა
Aa
Aa

„როგორი ლეგენდაა, ზედმეტად თავმდაბალია“ - მერაბმა ქომაგები გააოცა

დღეს, UFC-ში Pound for Pound რეიტინგი (ორგანიზაციის ტოპ 15 მებრძოლი წონის განურჩევლად) განახლდა, რომლის სათავეშიც ილია თოფურია მოექცა. „ელ მატადორმა“ ისლამ მახაჩევის 602-დღიანი დომინაცია დაასრულა.

ტოპ 3-ში იმყოფება მერაბ დვალიშვილი, რომელიც მესამეა. ქართველი „მანქანა“ არიელ ჰელვანის პოდკასტს ესტუმრა, სადაც ბევრ თემაზე ისაუბრა, მათ შორის P4P-ის რეიტინგზე და თავისი სიაც შეადგინა.

მერაბის თავმდაბლობით ბევრი გაოცებული დარჩა, რადგან დვალიშვილმა თავისი მესამე პოზიცია ალეშანდრე პანტოჟას დაუთმო. MMA-ს ცნობილი გამოცემა bloodyelbow მერაბს „ზედმეტად თავმდაბალს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ მან თავისი დამოკიდებულებით ქომაგები გააოცა.

„მე ვიტყვი, რომ ილია პირველი ნომერია. ვინ აკეთებს ასეთ რამეს? ის დაუმარცხებელია და ბოლო სამი ბრძოლა როგორ მოიგო. იგი ორი დივიზიონის ჩემპიონია.

მეორე ნომერი ისლამ მახაჩევია. ვიტყვი, რომ მესამე ნომერი პანტოჟა არის“.

„შენ ძალიან თავმდაბალი ხარ“.

- უპასუხა ჰელვანიმ მერაბს.

„მეოთხე ნომერი კარგია. მე თავმდაბალი უნდა ვიყო, რადგან არ მინდა ჩემი მოწინააღმდეგეები უგულებელვყო“.

- განაცხადა მერაბმა.

ჰელვანიმ ეს მონაკვეთი თავისი X-ის გვერდზე გააზიარა და დააწერა -

„როგორი ლეგენდაა ეს ბიჭი“.

მერაბმა შემდეგ საუბარი განაგრძო და აღნიშნა, რომ სუპერბრძოლებში მონაწილეობის მიღებამდე მას ჯერ თავისი დივიზიონის გაწმენდა სურს.

„ამჟამად თავს კომფორტულად ვგრძნობ. მინდა, ჩემი დივიზიონი სრულად გავწმინდო. არ მინდა, ძალიან ბევრი დევნა. კარგად ვარ. მინდა, ჩემი ქამარი დავიცვა. ჯერჯერობით აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ.

თუ ყველას დავამარცხებ, მაშინ კი, შესაძლოა, რამდენიმე სუპერბრძოლა მოვიგო ან მეორე ქამრისთვის ვიბრძოლო, მაგრამ, როგორც ვთქვი, ვოლკანოვსკის ძალიან დიდ პატივს ვცემ, ჯერჯერობით მასთან შერკინება არ მინდა“.

- ამბობს დვალიშვილი.

შეგახსენებთ, რომ მერაბის მომდევნო მეტოქედ კორი სენდჰეგენს თვლიან. ამის შემდეგ კი უმარ ნურმაგომედოვთან მეორე ბრძოლის ჩანიშვნა იქნება მოსალოდნელი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უცნაური ამბავი | მაკგრეგორმა ილიაზე დაწერილი პოსტი წაშალა
უცნაური ამბავი | მაკგრეგორმა ილიაზე დაწერილი პოსტი წაშალა