ილია თოფურია, კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

უცნაური ამბავი | მაკგრეგორმა ილიაზე დაწერილი პოსტი წაშალა

UFC 317-ის მთავარი მოვლენა ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას საჩემპიონო დაპირისპირება იყო. „ელ მატადორმა“ მსუბუქი წონითი დივიზიონის ტიტული ეფექტურ სტილში დაისაკუთრა და „დუ ბრონქსი“ პირველ რაუნდში დაანოკაუტა.

თოფურიას ტრიუმფს ბევრი მებრძოლი და ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა. მათ შორის კონორ მაკგრეგორიც იყო. ირლანდიელმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ილია შეაქო. მაკგრეგორმა „ელ მატადორს“ მისი ძველი ქამრების მოგება მიულოცა და ოლივეირას ლეგენდარული მებრძოლი უწოდა.

მაკგრეგორის პოსტი აქტიური დიდხანს არ ყოფილა. კონორმა გადაწყვეტილება შეცვალა და პოსტი წაშალა. გაუგებარია მიზეზი, რის გამოც ირლანდიელმა მებრძოლმა ეს არჩევანი გააკეთა, მაგრამ ფაქტია, მის სოციალურ ქსელში „ელ მატადორზე“ დაწერილი პოსტი აღარ იძებნება.

ცნობისთვის, თოფურია UFC-ის მეათე მებრძოლია, რომლებსაც ორი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი მოუპოვებიათ. ღონისძიების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ილიამ განაცხადა, რომ მზადაა, წლის ბოლოს კიდევ ერთხელ იჩხუბოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიოს ტოპ 25 ფეხბურთელი | რომელ ადგილზეა კვარაცხელია Givemesport-ის რეიტინგში
მსოფლიოს ტოპ 25 ფეხბურთელი | რომელ ადგილზეა კვარაცხელია Givemesport-ის რეიტინგში