მსოფლიოს ტოპ 25 ფეხბურთელი | რომელ ადგილზეა კვარაცხელია Givemesport-ის რეიტინგში
ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ, GIVEMESPORT-მა ამ მომენტისთვის, მსოფლიოს ტოპ 25 ფეხბურთელის რეიტინგი გამოაქვეყნა. საუკეთესოთა შორის „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა და „კვარა“ 24-ე პოზიციას იკავებს.
„ევროპულ კლუბებში მოთამაშე მცველებს რომ ჰკითხოთ, ასაყვანად ყველაზე საშიში გარემარბი არისო, დიდი შანსია, ხვიჩა კვარაცხელიას სახელი და გვარი ბევრჯერ გაიგონოთ. ძალისა და სისწრაფის კომბინაცია მას მომაკვდინებელ მარცხენა გარემარბად აქცევს.
მართალია, ბევრი გოლი და საგოლე გადაცემა არ გაუკეთებია, მაგრამ მისი თამაში მხოლოდ სტატისტიკა არაა. კვარაცხელია შეუბრალებელია. თანაგუნდელების მსგავსად, ქართველი ფეხბურთელი პირდაპირი და შეუჩერებელია. მას მეურვის მოტყუება შესანიშნავად გამოსდის და მის ანგარიშზე 12 გოლი და 9 ასისტია“, - წერს GIVEMESPORT-ი.
კვარაცხელიაზე წინ ნუნუ მენდეში, ალისონ ბეკერი, ჯამალ მუსიალა, ბუკაიო საკა, ფლორიან ვირცი, დეკლან რაისი, ჟოაუ ნევეში, დეზირე დუე, როდრი, ერლინგ ჰოლანდი, ვიტინია, ვირჯილ ვან დაიკი, ლიონელ მესი, ჯუდ ბელინგემი, პედრი, ვინისიუს ჟუნიორი, რობერტ ლევანდოვსკი, ჰარი კეინი, რაფინია, კილიან მბაპე, მო სალაჰი, უსმან დემბელე და ლამინ იამალი იმყოფებიან.