ჯასტინ გეიჯი, პედი პიმბლეტი, დრიკუს დუ პლესი
Aa
Aa

პედი პიმბლეტის ბრძოლა ჩანიშნულია | მეტოქე ილია თოფურია არაა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლის, პედი პიმბლეტის მომდევნო მეტოქის ვინაობა ცნობილია - ბრიტანელი UFC 319-ზე ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება.

ერთ-ერთ YouTube-არხთან საუბარში საშუალო წონის ჩემპიონმა, დრიკუს დუ პლესიმ განაცხადა, რომ ღონისძიებაზე, რომლის მთავარი მოვლენაც მისი და ხამზატ ჩიმაევის ჩხუბი იქნება, თანამთავარ მოვლენად პიმბლეტისა და გეიჯის დაპირისპირებაა ჩანიშნული.

„პედი პიმბლეტი ჯასტინ გეიჯისთან იჩხუბებს - ეს ბრძოლა UFC 319-ის თანამთავარი მოვლენა იქნება“, - თქვა დუ პლესიმ.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა დაანოკაუტა, „მატადორს“ მომდევნო მეტოქეებზე ჰკითხეს, მან კი ოქტაგონში პედი პიმბლეტი მიიწვია. გალიაში „მატადორსა“ და „ბედის“ შორის მცირე შეხლა-შემოხლაც მოხდა, რის შემდეგაც ილიამ განაცხადა, რომ პიმბლეტს ეშინია და მასთან ჩხუბი არ სურს.

აქვე გეტყვით, რომ პიმბლეტს (23-3) ზედიზედ 9 გამარჯვება აქვს და ბოლოს მან მიმდინარე წლის აპრილში მაიკლ ჩენდლერი დაანოკაუტა. რაც შეეხება გეიჯის (26-5) მან ბოლოს მიმდინარე წლის მარტში რაფაელ ფიზიევს მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„UFC-ის ისტორიაში საუკეთესო სერია აქვს“ - ალჯო ილიათი აღფრთოვანებულია
„UFC-ის ისტორიაში საუკეთესო სერია აქვს“ - ალჯო ილიათი აღფრთოვანებულია