ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია | ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი „უიმბლდონის“ ძირითად ბადეში გავიდა. საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში, ქართველი ჩოგბურთელი ხუან პაბლო ფიკოვიჩს დაუპირისპირდა. „ბასილამ“ პირველი სეტი წააგო, მაგრამ შემდეგ დომინანტი იყო და 1:6, 7:5, 6:2, 6:1 მოიგო.

ნიკამ საწყისი სეტის პირველი გეიმი მეტოქის მოწოდებაზე მოიგო, მაგრამ ამის შემდეგ, ზედიზედ 6 გეიმი წააგო და პარტია 1:6 დათმო. მეორე სეტში, საწყის 10 გეიმში, ჩოგბურთელები თავიანთ მოწოდებაზე უშეცდომონი იყვნენ. 5:5-ზე, ბასილაშვილმა თავისი მოწოდება მოიგო, შემდეგ კი ბრეიკი შეასრულა - 7:5.

ბასილაშვილი მესამე სეტშიც დომინირებდა. 2:1-ზე, ნიკოლოზმა ბრეიკპოინტი გამოიყენა, 5:2-ზე კი მეტოქის ჩაწოდება მატჩზე მოიგო. მეოთხე პარტიაში, ქართველმა ჩოგბურთელმა არგენტინელ მოწინააღმდეგეს შანსი არ დაუტოვა - 6:1.

ცნობისთვის, ბასილაშვილმა პირველ რაუნდში ესპანელ პაბლო ლიამას რუსს აჯობა 3 სეტში აჯობა, შემდეგ კი ჩაკ ლამ კოულმენ ვონგი ორ სეტში დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბთან ჩხუბზე არ ვფიქრობ, მაგრამ კარგად მოვემზადებოდი“ - პანტოჟა
„მერაბთან ჩხუბზე არ ვფიქრობ, მაგრამ კარგად მოვემზადებოდი“ - პანტოჟა