ბისპინგი დარწმუნებულია, რომ თოფურია მომდევნო ჩხუბს პიმბლეტთან გამართავს
UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, მაიკლ ბისპინგმა განაცხადა, რომ ილია თოფურიას მომდევნო მეტოქე პედი პიმბლეტი იქნება.
„ისინი Madison Square Garden-ზე იჩხუბებენ, პრაქტიკულად გარანტიას გაძლევთ. თუ UFC-ს სხვა იდეები არ აქვს, მაშინ 99%-ით შეიძლება იმის თქმა, რომ თოფურია პიმბლეტთან იჩხუბებს“ - თქვა ბისპინგმა.
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა, „მატადორს“ მომდევნო მეტოქეებზე ჰკითხეს, მან კი ოქტაგონში პედი პიმბლეტი მიიწვია.
გალიაში „მატადორსა“ და „ბედის“ შორის მცირე შეხლა-შემოხლაც მოხდა, რის შემდეგაც ილიამ განაცხადა, რომ პიმბლეტს ეშინია და მასთან ჩხუბი არ სურს.
აქვე გეტყვით, რომ პიმბლეტს (23-3) ზედიზედ 9 გამარჯვება აქვს და ბოლოს მან მიმდინარე წლის აპრილში მაიკლ ჩენდლერი დაანოკაუტა.
რაც შეეხება ილიას, „ელ მატადორი“ რამდენიმე დღის წინ, UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა. UFC 317-ის მთავარ მოვლენაში, ის ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდა და „დუ ბრონქსი“ პირველივე რაუნდში, ნოკაუტით დაამარცხა.