„რაღაც გიჟური, რატომაც არა?“ - პანტოჟა VS დვალიშვილი | ბრაზილიელის იდეა
UFC-ის უმსუბუქესი წონის ჩემპიონი ალეშანდრე პანტოჟა მერაბ დვალიშვილთან შესაძლო დაპირისპირებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
ბრაზილიელმა მებრძოლმა საჩემპიონო ქამარი უკვე 5-ჯერ დაიცვა და ამჯერად რაღაც ახალი და უფრო საინტერესო სურს.
მერაბ დვალიშვილის მომდევნო სავარაუდო მეტოქედ კორი სენდჰეგენი სახელდება. პანტოჟა კი „მანქანასთან“ დაპირისპირებას უმიზნებს, მაგრამ არა ისე, როგორც ეს ყველას წარმოუდგენია.
„თუ UFC-ს სურს რაღაც გიჟური წამოიწყოს, დაე შექმნას BMF (Baddest Motherf*er) ქამარი და დააწესოს წონა 10 ფუნტზე. მე და მერაბი – რატომაც არა?
არ მომიწევს ჩემთვის არსებული ქამრის დათმობა და ყველაფერი უფრო სამართლიანი იქნება“.
- განაცხადა პანტოჟამ The Ariel Helwani პოდკასტში.
პანტოჟა გულისხმობს იმას, რომ UFC-მ შექმნას „BMF“ (Baddest Motherf*er) ტიპის სპეციალური ქამარი არა კონკრეტული წონითი კატეგორიისთვის, არამედ შუაში - დაახლოებით უმსუბუქესსა და სუპერმსუბუქ წონებს შორის, ანუ გამონაკლის წონაში. რამდენად მიიღებს ამ შეთავაზებას დენა უაითი, ეს რთული სათქმელია.