„შესაწირი ცხვარი“ | დარიუშმა თოფურიასა და პიმბლეტზე ისაუბრა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ბენეილ დარიუშმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. დარიუშმა „ელ მატადორი“ შეაქო და მისი და პედი პიმბლეტის შელაპარაკებას გამოეხმაურა, რომელიც ჩარლზ ოლივეირასთან ჩხუბის შემდეგ ვიხილეთ.
„ილიამ საოცარი გამოსვლა აჩვენა და მასტერკლასი ჩაატარა. შეუძლებელია უარყო, რომ ძალიან მაგარია და ელიტარულ დონეზეა. რაც შეეხება პიმბლეტს, წარმოდგენა არ მაქვს, ეს რატომ გააკეთეს. ალბათ, უნდათ პედის საჩემპიონო ბრძოლა მისცენ და თან ამაზე ილიაც თანახმაა, მაგრამ ეს იგივეა, პატარა ბიჭი ლომს მიუგდო.
რა თქმა უნდა, ზუსტად არავინ იცის, რა მოხდება. შეიძლება, პიმბლეტს ილიასთვის რაღაც აქვს, რის შესახებაც სხვებმა არაფერი ვიცით. პიმბლეტი შესაწირად გამზადებულ ცხვარს ჰგავს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.
შეგახსენებთ, რომ თოფურიამ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული ჩარლზ ოლივეირასთან ბრწყინვალე გამარჯვეიბთ მოიპოვა. მისი განცხადებით, წლის ბოლოს კიდევ ერთი ბრძოლისთვის მზადაა და პიმბლეტთან დაპირისპირებასაც არ გამორიცხავს. ამ ეტაპზე ოფიციალური ინფორმაცია დაპირისპირების თაობაზე არ გავრცელებულა. მოვლენების განვითარებას UFC-ის გულშემატკივრები დიდი ინტერესით ელიან.