ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

უიმბლდონი - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-7 ნომერს მოუგო და მეორე წრეში გავიდა

უიმბლდონის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP რეიტინგის მე-7 ნომერს ლორენცო მუზეტის დაუპირისპირდა და 4 სეტში 6:2 4:6 7:5 6:1 დაამარცხა. მატჩი 2 საათი და 27 წუთი გრძელდებოდა.

პირველმა სეტმა მთლიანად ნიკოლოზის უპირატესობით ჩაიარა. ქართველმა დიდებულად დაიწყო და მეორე გეიმში ბრეიკი შეასრულა. საკუთარ ჩაწოდებაზე დიდებულად თამაშობდა და მეტოქეს შანსს არ აძლევდა. მერვე გეიმში ნიკოლოზმა კიდევ ერთი ბრეიკი მიითვალა და 6:2 დააფიქსირა.

მეორე სეტი შედარებით სუსტად ჩაატარა. იტალიელმა მეშვიდე გეიმში ბრეიკი შეასრულა და სეტი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

მესამე სეტი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ჩოგბურთელები საკუთარ ჩაწოდებაზე კარგად გამოიყურებოდნენ, თუმცა მე-10 გეიმში ბასილაშვილის 2 სეტ პოინტი ჰქონდა, რომლებიც ვერ გამოიყენა. მე-12 გეიმში კი იდენტური უპირატესობა მოიპოვა, რომელიც ამჯერად გამოიყენა.

მეოთხე სეტში მუზეტი გატყდა. ნიკოლოზმა ზედიზედ 2 ბრეიკი მიითვალა და 5:0 დააფიქსირა. ლორენცომ მხოლოდ ერთი გეიმის მოგება შეძლო. საბოლოოდ 6:1 და ბასილაშვილი უიმბლდონის მეორე წრეშია, სადაც კიდევ ერთ იტალიელ ჩოგბურთელს ლორენცო სონეგოს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები