„მეუღლემ ძალით მაყურებინა“ - ჯოკოვიჩი ალკარასი-სინერის ფინალზე
როლან გაროსის წლევანდელი გათამაშების გადამწყვეტი შეხვედრა ჩოგბურთის მოყვარულებს დიდი ხნის განმავლობაში ემახსოვრებათ. იანიკ სინერი კარლოს ალკარასს საწყისი ორი სეტის შემდეგ თითქოს უპრობლემოდ ამარცხებდა, მაგრამ ახალგაზრდა ესპანელმა საკუთარ თავში ძალები გამონახა და ერთი შეხედვით უიმედოდ წაგებული მატჩი თავის სასარგებლოდ შემოაბრუნა. უყურა თუ არა საფრანგეთის ღია პირველობის ფინალს და ვის გულშემატკივრობდა, ამ შეკითხვაზე ლეგენდარულმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ასეთი პასუხი გასცა:
„ეს იყო თითქოს უცხო საფარზე ჩატარებული მატჩი, განსხვავებული სათამაშო სტილით, მაგრამ რაც იანიკმა და კარლოსმა პარიზში აჩვენეს, უბრალოდ არაჩვეულებრივი გახლდათ. სიმართლე გითხრათ ამ შეხვედრას მეუღლემ ლამის ძალით მაყურებინა. სახლში ვიყავით და მას უნდოდა ფინალისთვის თვალის მიდევნება, მე - არა. შეხვედრის საწყისი ორი სეტის მანძილზე დავითანხმე და სასადილოდ წავიყვანე, თუმცა როდესაც დავბრუნდით, ისევ ტელევიზორი ჩართო და მაყურებინა. მინდა ორივეს მივულოცო, გამარჯვებულსაც და დამარცხებულსაც, რადგან ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა შემოგვთავაზეს“.
ცნობისათვის, ნოვაკ ჯოკოვიჩს კარიერის განმავლობაში როლან გაროსი სამჯერ აქვს მოგებული და მან ამის გაკეთება 2016, 2021 და 2023 წლებში მოახერხა.