ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

წილისყრაში არ გაუმართლა | უიმბლდონზე ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

უიმბლდონის ძირითად ბადეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ლორენცო მუსეტი იქნება, რომელიც მე-7 ნომრადაა განთესილი. იტალიელი ფავორიტთა შორის ფიგურირებს. გასულ წელს უიმბლდონის ტურნირის ნახევარფინალამდე გავიდა, სადაც ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა. ასე რომ ქართველ ჩოგბურთელს წილისყრაში არ გაუმართლა.

პირველ წრეში ბასილაშვილისა და მუსეტის შეხვედრა 30 ივნისს, 14:00 საათზე დაიწყება. მუსეტი მსოფლიოს მე-7 ჩოგანია და თუ ქართველმა (128) გაიმარჯვა, უდიდესი სენსაცია იქნება. სენსაციის შემთხვევაში ბასილაშვილი იტალიელ ლორენცო სონეგოსა და პორტუგალილ ხაიმე ფარიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ქართველი ჩოგბურთელი ხუან პაბლო ფიკოვიჩს დაუპირისპირდა. „ბასილამ“ პირველი სეტი წააგო, მაგრამ შემდეგ დომინანტი იყო და 1:6, 7:5, 6:2, 6:1 მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია | ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეშია
საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია | ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეშია