რუსი მეტოქე დაამარცხა | ეკო გორგოძის გამარჯვება ორ სეტში
ეკო გორგოძე აშშ-ის ქალაქ ლენდისვილში მიმდინარე 100-იანი ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა. მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე რუსი ეკატერინა ოვჩარენკო გახლდათ. ეკომ ორ სეტში მოიგო და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა — 7:6(7), 6:4.
პირველ პარტიაში ჩოგბურთელები თავიანთ მოწოდებებზე შეცდომებს არ უშვებდნენ. 5:4-ზე ოვჩარენკოს სეტპოინტი ჰქონდა, რომლის გამოყენების საშუალებაც ეკომ არ მისცა. საბოლოოდ, პირველი სეტის გამარჯვებულის გამოსავლენად ტაიბრეიკი დაინიშნა, რომელიც ეკომ 9:7 მოიგო.
მეორე სეტში, 2:2-ზე, გორგოძემ საკუთარი მოწოდება წააგო, თუმცა უკუბრეიკი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. 5:4-ზე, მეტოქის მოწოდებაზე, ეკომ მატჩპოინტი მიიღო, რომელიც გამოიყენა და სეტი 6:4 დახურა.
ტურნირის მეოთხედფინალში ქართველი ჩოგბურთელის მომდევნო მეტოქე მსოფლიოს 256-ე ჩოგანი, კაროლინ დოლჰაიდია. გორგოძე მას კარიერაში პირველად ხვდება.