ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

მახაჩევი ჯონსის რეკორდის დამხობასთან ახლოს იყო | ილია და P4P რეიტინგი

UFC-იმ Pound for Pound რეიტინგი (ორგანიზაციის ტოპ 15 მებრძოლი წონის განურჩევლად) 2013 წლის თებერვალში შემოიღო. მისი ლიდერები ანდერსონ სილვა, ჯონ ჯონსი, ჟოზე ალდო, დემეტრიუს ჯონსონი, დანიელ კორმიე, კამარუ უსმანი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი, ხაბიბ ნურმაგომედოვი და ისლამ მახაჩევი ყოფილან, ახლა კი მათ რიგებს ილია თოფურია შეუერთდა.

UFC P4P რეიტინგის პირველ ადგილს, ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში, ჯონსი იკავებდა. „ბოუნსი“ ლიდერი ზედიზედ 659 დღის განმავლობაში იყო და მახაჩევს ამ რეკორდის მოსახსნელად რამდენიმე დღე დააკლდა. „ელ მატადორი“ რომ არა, ისლამი ისტორიაში შევიდოდა კიდეც.

UFC-მ რეიტინგი დღეს განაახლა და თოფურია პირველ ადგილზე გადავიდა. მახაჩევი პირველ ადგილს ზედიზედ 609 დღის განმავლობაში (დღევანდელი დღის ჩათვლით) იკავებდა. ისლამი პირველი ნომერი 2023 წლის 7 ნოემბერს გახდა და მას შემდეგ, ლიდერობას არავის უთმობდა.

საინტერესოა, რომ მახაჩევის შემდეგ ისევ ჯონსი მოდის (420 დღე, 2019 წლის 2 სექტემბრიდან). მეოთხე დანიელ კორმიეა - 418 დღე, მეხუთე დემეტრიუს ჯონსონი - 387 დღე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლიდან რომ დაიმატეს, ყველაზე მაგარი ფეხბურთელია“ - მაკ ალისტერი სენ-ჟერმენზე
„ნაპოლიდან რომ დაიმატეს, ყველაზე მაგარი ფეხბურთელია“ - მაკ ალისტერი სენ-ჟერმენზე