„შესანიშნავი გუნდი, შესანიშნავი ფეხბურთელებით“ - ლეო მესი პსჟ-სთან მატჩზე
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ და „ინტერ მაიამის“ ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში, პსჟ-სთან მარცხის შემდეგ სამხრეთ ამერიკულ ტელეარხ DSports-თან განვლილი მატჩი შეაფასა და პარიზული გუნდი შეაქო.
რას ამბობს მესი:
„პარიზი შესანიშნავი გუნდია. მათ ახლახანს ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, რაც იმის დასტურია, რომ ნამდვილად ძალიან კარგი გუნდია. ჩემთვის პსჟ-ის წინააღმდეგ თამაში ემოციურიც იყო, უმეტესობა ჩემი თანაგუნდელი იყო და პარიზში გატარებული ორი წლის განმავლობაში მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ. მართალია, ახლებთან დრო არ გამიტარებია, მაგრამ ისინი შესანიშნავი ადამიანები და ფეხბურთელები არიან, მათ დიდ პატივს ვცემ. მადლობელი ვარ მათი დამოკიდებულების გამო. ადამიანებს შესანიშნავად ექცევიან. ასე იყო ყოველთვის და დღესაც“.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში პსჟ-მა „ინტერ მაიამი“ 4:0 გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა. ამ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი სოციალურ ქსელში ლეო მესისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით - „შენთან მოედნის გაზიარება ჩემთვის დიდი პატივია“.