დემეტრიუს ჯონსონი: 3-4 ბრძოლის შემდეგ თოფურია MMA-ს დატოვებს
UFC-ის უმსუბუქესი წონის ყოფილი ჩემპიონი დემეტრიუს ჯონსონი არ ფიქრობს, რომ ილია თოფურია MMA-ში კიდევ დიდ ხანს გააგრძელებს ბრძოლას.
38 წლის ჯონსონი თვლის, რომ „ელ მატადორი“ UFC-ში 3-4 ბრძოლას ჩაატარებს და შემდეგ GOAT-ის სახელით კარიერას დაასრულებს.
„ვფიქრობ, ილია თოფურია კიდევ 3-4 ბრძოლას გამართავს, ან მაქსიმუმ 5-ს და შემდეგ გაქრება. ის დაუმარცხებელია და ასეც დარჩება. შეიძლება პოტენციური ხაბიბ ნურმაგომედოვი იყოს“.
როგორც მოგეხსენებათ, თოფურია რამდენიმე წლის შემდეგ კრივში გადასვლას გეგმავს. როგორც მან არაერთხელ აღნიშნა, კანელო ალვარესთან რინგზე გასვლა სურს, რომელმაც ამ თემაზე პირველი კომენტარი გააკეთა და არაფერი გამორიცხა.
„მისი სრული ბრძოლა არასდროს მინახავს. მაგრამ ის ძალიან მიყვარს და ამ ბიჭს დიდ პატივს ვცემ. მე ყოველთვის მომწონდა დანა უაითი. და პატივს ვცემ UFC-ის ყველა მებრძოლს... ჩვენ ერთად დიდი საქმეების გაკეთება შეგვიძლია“.
- უპასუხა კანელომ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე.