GRAZIE TOKO | შენგელია ვირტუს ბოლონიას დაემშვიდობა
თორნიკე შენგელია „ვირტუს ბოლონიას“ დაემშვიდობა. იტალიურმა კლუბმა სოციალურ ქსელებში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ქართველი კალათბურთელი „ვირტუს ბოლონიას“ გულშემატკივრებს დაემშვიდობა და მათ მადლობა გადაუხადა.
“???????????????????????? ???????????? ???????????????????????????? ???????????????????????????????????? ????????????????????????????’ ???????????? ???????? ???????????? ????????????????????????” ????️
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) June 30, 2025
GRAZIE TOKO ???????? pic.twitter.com/VizaajdNXt
„ძვირფასო ვირტუსინი და ბოლონია, ცხოვრების ზოგიერთი თავი გულში სამუდამოდ გრჩება და ეს ერთ-ერთი მათგანი იყო. როცა ბოლონიაში გადმოვედი, არ ვიცოდი, რა მოლოდინები უნდა მქონოდა და ის, რაც აქ ვიპოვე, გაცილებით მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ კალათბურთი. ვიპოვე ქალაქი, რომელმაც მიმიღო, კლუბი, რომელმაც ჩემი დაიჯერა და ქომაგები, რომლებიც განსაკუთრებულები არიან და მათ არასდროს დავივიწყებ.
ეს ქალაქი, ეს კლუბი და გულშემატკივრები ჩემი თავის ნაწილს წარმოადგენენ. ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ - აღმასვლები და დაღმასვლები, გამარჯვებები და იმედგაცრუებები და მათ შორის მომხდარი პატარ-პატარა მომენტები, რომლებმაც ეს ყველაფერი განსაკუთრებულად აქციეს. ყველაფერი მოგეცით, რაც მქონდა. ჩემი სული, ჩემი გული და ჩემი ენერგია. ერთი წამი არ ყოფილა, რომ ემოციებისა და პასუხისმგებლობის გარეშე მეთამაშოს. ვირტუს ბოლონია, მადლობა. ყველაფერი, რაც გამოვიარეთ, ჩემს გულში დარჩება“, - განაცხადა შენგელიამ.
თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ სეზონი ტრიუმფით დაასრულა და იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატი ისტორიაში მეჩვიდმეტედ მოიგო. ქართველი კალათბურთელი „ბრეშასთან“ გამართული ფინალური სერიის MVP გახდა და კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს.