სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუკელაშვილი თავისუფალი აგენტი გახდება | რას აპირებს სან ანტონიო

„სან ანტონიო სპურსმა“ სანდრო მამუკელაშვილის საკითხზე გადაწყვეტილება მიიღო. დონ ჰერისის ინფორმაციით, ქართველი კალათბურთელი შეუზღუდავი სტატუსის მქონე თავისუფალი აგენტი გახდება და ნებისმიერ კლუბთან შეეძლება კონტრაქტის გაფორმება, მათ შორის „სან ანტონიოსთანაც“.

მეტ გუზმანის მიხედვით, „სპურსს“ „მამუსთან“ ახალი ხელშეკრულების დადება სურს, თუმცა რთულია, ივარაუდო თავისუფალი აგენტების ბაზარზე ვითარება როგორ განვითარდება. „სან ანტონიომ“ ერთი მაღალი უკვე დაიმატა და „ბოსტონ სელტიქსის“ ყოფილ ცენტრთან, ლუკ კორნეტთან 4-წლიანი, 41 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კონტრაქტი გააფორმა.

როგორც მოგეხსენებათ, მამუკელაშვილის საკუთარ რიგებში ხილვით „პანათინაიკოსია“ დაინტერესებული. ბერძნული კლუბი სანდროს სოლიდურ ანაზღაურებას სთავაზობს, მაგრამ ქართველ კალათბურთელს NBA-ს დატოვება და ევროპაში გადასვლა არ სურს.

ცნობისთვის, გასულ სეზონში სანდრომ მონაწილეობა 61 შეხვედრაში მიიღო და პარკეტზე საშუალოდ 11.2 წუთს ატარებდა. მისი სტატისტიკა ასე გამოიყურება: 6.3 ქულა, 3.1 მოხსნა, 0.3 დაფარება, 0.3 ჩაჭრა და 0.8 შედეგიანი გადაცემა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესანიშნავი გუნდი, შესანიშნავი ფეხბურთელებით“ - ლეო მესი პსჟ-სთან მატჩზე
„შესანიშნავი გუნდი, შესანიშნავი ფეხბურთელებით“ - ლეო მესი პსჟ-სთან მატჩზე